ამირან გამყრელიძე: სამედიცინო პერსონალის დაინფიცირება საქართველოს “ნოუჰაუ” არ არის, ეს ყველგან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთელს მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის საშუალო დაზიანების მაჩვენებელი 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს.
მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი ყველგან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია.
„მთელს მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის საშუალო დაზიანების მაჩვენებელი მერყეობს 10-დან 20 პროცენტამდე, ზოგან მეტიც იყო. ჩვენთან დღეს, დაახლოებით, 13-14 პროცენტის ფარგლებში მერყეობს სამედიცინო პერსონალის დაზიანება. მხედველობაში მყავს ექიმები, ექთნები და უმცროსი სამედიცინო პერსონალის დაზიანების მაჩვენებელი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.