მარიამ ქვრივიშვილი: დღეს შიდა ტურიზმი იხსნება და საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები გვაქვს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანლის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, შიდა ტურიზმთან დაკავშირებით მოლოდინები ძალიან პოზიტიურია.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრ მოქალაქეს საქართველოში მოგზაურობის სურვილი აქვს.

„დღეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, რადგან შიდა ტურიზმი იხსნება. ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები, ვხედავთ, რომ ჩვენი კერძო სექტორის განწყობა ძალიან პოზიტიურია. ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრ მოქალაქეს ამ ეტაპისთვის ვფიქრობ, რომ აქვს სურვილი, აღოაჩინონ ის, რაც ჩვენია, ანუ იმოგზაუროს საქართველოში.

ჩვენი კერძო სექტორი დღითიდღე მეტად ემზადება საქართველოს მოქალაქეების გამასპინძლებიათვის. რეგულაციები, რაც „კოვიდ-19“-ის ფარგლებში მოუწიათ, დანერგილია და, პარალელურად, მიმდინარეობს ეს პროცესი.

განთავსების ობიექტებს პარალელურად მოუწევთ, რომ გაიარონ ინსპექტირება, ხოლო ინსპეტირების წარატებით ჩატარების შენთხვევაში მათ მიენიჭებათ იმის უფლება, რომ უმასპინძლონ როგორც შიდა, ისე – საერთაშორისო მოგზაურს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, წელს საქართველოში იმოგზაურონ.

საქართველოში შიდა ტურიზმი დღეიდან იხსნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები