ამირან გამყრელიძე: ბოლო სამი-ოთხი დღის ციფრები არ იძლევა იმის საფუძველს, რომ შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ

„კლასიკურ მეორე ტალღას სპეციალისტები შემოდგომაზე ელოდებიან, როდესაც აცივდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკას” განუცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, დღევანდელი ეპიდსიტუაცია არ არის საგანგაშო და პანიკის საფუძველს არ იძლევა, თუმცა საყურადღებოა და გვაძლევს სიგნალს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დავიცვათ.

გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო სამი-ოთხი დღის ციფრები არ იძლევა  საფუძველს,  შემზღუდავ ღონისძიებებს დავუბრუნდეთ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები