მარინა ენდელაძე: კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 36 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, დღეისთვის რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
“ინფექციური პათოლოგიის ცენტრში ამჟამად გახლავთ 36 ინფიცირებული. მათი მდგომარეობა უმეტეს შემთხვევაში დამაკმაყოფილებელია. გვყავს საშუალო და მძიმე პაციენტები, რომელთა პროგნოზი სავარაუდოდ კეთილსაიმედოა.
დღეისათვის ველოდებით რამდენიმე გამოჯანმრთელებულს”, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.