ბულგარეთის უმსხვილესი ინგლისურენოვანი სამოგზაურო ჟურნალი Vagabond საქართველოზე: წელს ამ ქვეყანამ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად უსაფრთხოცაა

ბულგარეთის უმსხვილესი ინგლისურენოვანი სამოგზაურო ჟურნალი Vagabond საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების შესახებ წერს.
საქართველოს შესახებ Vagabond-ის სტატია ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მომზადდა.
“2020 წელს მოგზაურობის წყურვილის დასაკმაყოფილებლად ეწვიეთ საოცარ ქვეყანას, რომელიც მიმდინარე პანდემიას გადაურჩა”,- წერს Vagabond-ის ჟურნალისტი და საქართველოში Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიღებულ პრევენციულ ზომებს დეტალურად აღწერს.
“მიმდინარე წელს საქართველომ დაამტკიცა, რომ არაჩვეულებრივ ტურისტულ მიმართულებასთან ერთად  უსაფრთხოც არის. სანამ ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები Covid-19-ის გავრცელების შეკავებას ცდილობდნენ, საქართველომ სწრაფად იმოქმედა და უკვე იანვარში ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად სპეციალური ზომები მიიღო. შედეგად ქვეყანაში Covid-19-ის ინფიცირების საგრძნობლად მცირე შემთხვევა დაფიქსირდა.
საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ტურიზმის ინდუსტრიას. დაინერგა უსაფრთხოების აუცილებელი ინსტრუქციები. პანდემიის დროს 84 სასტუმროში 22 ათასზე მეტმა ადამიანმა 2-კვირიანი კარანტინი გაიარა. შედეგად დაგროვდა უმნიშვნელოვანესი გამოცდილება, თუ როგორ უნდა იმუშაო ეფექტურად და უსაფრთხოდ ასეთ სიტუაციაში.
​ტურიზმის ინდუსტრიისთვის სპეციალური ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი მომზადდა. ამ ყველაფრის შედეგად საქართველო მზად არის 1 ივლისიდან საზღვრები გახსნას.
Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მკაცრი პროტოკოლები მომზადდა, რაც მოიცავს: სკრინინგს, დეზინფექციას და სპეციალურ ზომებს რესტორნებში, ტრანსპორტსა და სასტუმროებში”, -წერს Vagabond-ის ჟურნალისტი და აღნიშნავს, რომ საქართველოში სპეციალური მწვანე ზონები შეიქმნა, სადაც ტურისტებს უსაფრთხო, იზოლირებულ გარემოში შეუძლიათ დროის გატარება.

სტატია იხილეთ – https://vagabond.bg/georgia-safe-destination-covid-19-stricken-world-552?fbclid=IwAR18DzVJxCgcXaJXVFJn6GiAAigecbQfpR11J6U0AAPxeV2af9hn6CzhATY 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები