შს მინისტრის მოადგილემ 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის მემორიალი ყვავილებით შეამკო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი 2015 წლის 13 ივნისს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩავიდნენ. უწყების ინფორმაციით, სამსახურის წარმომადგენლებმა გმირი მეხანძრე-მაშველის ოჯახი მოინახულეს და სოფელში არსებული მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
​ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისის მოვლენების დროს სტიქიის ეპიცენტრში მუშაობდა. მან ვერეს ხეობაში 6 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები