ლევან დავითაშვილმა ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა, ლევან დავითაშვილმა ამავე რაიონის დეპუტატ, პარლამენტის წევრ ირაკლი აბუსერიძესა და ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად სამაჟორიტარო ოლქში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა.

მისი თქმით, ისნის რაიონში მნიშვნელოვანი საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

,,ჩემს სამაჟორიტარო რაიონში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ამჯერად, ვაზისუბნის 3მ/რ-ის მე-2 კვარტლის 15-ე, 16-ე კორპუსების მიმდებარედ გზის განახლება-აღდგენით სამუშაოებს გავეცანით, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია როგორც ახალი ასფალტის საფარის დაგება, ისე – საფეხმავლო ბილიკების მოწყობა და რეაბილიტაცია. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც პატარიძის ქუჩის გარკვეული მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები