“უხუცესთა კავშირი”: უღრმესი მადლობა ქეთევან ციხელაშვილს იმ გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის, რომელსაც პანკისისა და პანკისელების მიმართ იჩენდა

“უხუცესთა კავშირი” გამოხატავს ღრმა პატივისცემას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის მიმართ, რომელიც ამთავრებს ამ თანამდებობაზე თავის საქმიანობას”, – ამის შესახებ პანკისის ხეობის “უხუცესთა კავშირის” გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

“გვინდა, უღრმესი მადლობა გითხრათ იმ გულისხმიერებისა და ყურადღებისათვის, რომელსაც იჩენდით პანკისისა და პანკისელების მიმართ. თქვენი თაოსნობით უამრავი სასიკეთო ძვრა მოხდა პანკისში, განხორციელდა მრავალი პროექტი, რომელმაც რამდენადმე გააუმჯობესა ხეობის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრება. განსაკუთრებული და წარუშლელი იყო თქვენი პიროვნული, ადამიანური დამოკიდებულება და უბრალოება, რომელიც ნებისმიერი ჩინოვნიკისათვის, სახელმწიფო მოხელისათვის მისაბაძი მაგალითი უნდა იყოს.
ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ უფრო წარმატებული იქნება თქვენი საქმიანობა ახალ ამპლუაშიც. მადლობას გიძღვნით პანკისელი პედაგოგების სახელითაც.
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თან გაგყვებათ თქვენს მიერ დათესილი სიკეთისა და ადამიანური პატივისცემის გრძნობა, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას.
პატივისცემით, პანკისის ხეობის “უხუცესთა კავშირის” გამგეობა”, – აღნიშნულია “უხუცესთა კავშირის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები