მამუკა მდინარაძე: „აირჩიე ქართული” – არის მიდგომა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას

„აირჩიე ქართული” არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია ქართული ტურისტული ობიექტების, ქართული სასტუმროების, ქართული ტურების არჩევა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს, სხვა საკითხების პოზიტიურად გადაწყვეტასთან ერთად, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მოწოდებასთან დაკავშირებით “ვიმოგზაუროთ და დავისვენოთ საქართველოში” განაცხადა.

მისი თქმით, ეს ხდება არამხოლოდ მათი დასვენებისთვის, არამედ იმისთვის, რომ საქართველოშივე დაიხარჯოს მათი თანხები.

„შეუძლებელია პრემიერ-მინისტრს არ დაეთანხმო. ძალიან მნიშვნელოვანია შიდა ტურიზმის განვითარება და მეც ვუერთდები ამ მოწოდებას. მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ახერხებს დასვენებას, და ახერხებდნენ, მათ შორის, სხვადასხვა ქვეყნებში პანდემიამდე, სულ რომ ხვალ გაიხსნას საზღვრები, ჩვენ, მოქალაქეებმა, მნიშვნელოვანი როლი უნდა შევასრულოთ ეკონომიკის გადარჩენაში და შიდა ტურიზმის არჩევით ხელი შევუწყოთ ამ ყველაფერს. „აირჩიე ქართული” არის მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეიძლება აირჩიონ ქართული ტურისტული ობიექტები, ქართული სასტუმრო, ქართული ტურები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს იმას, რომ ეკონომიკის სტიმულირება მოხდეს სხვა საკითხების პოზიტიურად გადაწყვეტასთან ერთად.

ეს ხდება საქართველოსთვის და არა იმისთვის, რომ მაინც და მაინც აქცენტი იყოს კონკრეტული ადამიანების დასვენებაზე. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება სადაც უნდა იქ დაისვენოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – სულ რომ ხვალ შევძლოთ ჩვენ საზღვრების გახსნა და პანდემია საერთოდ აღარ იყოს – „აირჩიე ქართული” არის მიდგომა, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები