ანჯეი დუდა: პოლონეთში ერთნაირსქესიანთა ქორწინება არ იქნება
პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება და ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ შვილების აყვანა არ მოხდება.
“ოჯახის ინსტიტუტის დაცვას, ჩემი აზრით, სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ოჯახი, ჩვენი კონსტიტუციის ნორმების მიხედვით, კაცისა და ქალის კავშირია. არ არის და ვერ იარსებებს რაიმე სხვა ფორმის ოჯახები”, – თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა.
ასევე, დუდამ თქვა, რომ არც ერთნირსქესიანთა წყვილებს მისცემს შვილების აყვანის უფლებას.
“არ გვაქვს ერთნაირსქესიანთა წყვილების მიერ შვილების აყვანაზე თანხმობა. ეჭვს არ იწვევს, რომ ასეთ გადაწყვეტილებას ადგილი არ ექნება. ეს ჩვენთვის უცხო იდეოლოგიაა”, – თქვა დუდამ.
პოლონეთში 28 ივნისს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, ანჯეი დუდა კენჭს მეორე ვადით იყრის.