“სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გაფართოვდა და საქართველოში არსებული სასტუმროების 90 პროცენტზე მეტი მოიცვა, რომელთა ბრუნვაც 20 მლნ ლარამდე იყო”

„ბიუჯეტში ასახული თანხებისა და ჩვენი გადაწყვეტილების მიხედვით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამაც გაფართოვდა და საქართველოში არსებული სასტუმროების 90 პროცენტზე მეტი მოიცვა, რომელთა ბრუნვაც 20 მლნ ლარამდე იყო და სესხი 2020 წლის პირველ მარტამდე ჰქონდათ აღებული”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობა მათი სესხების პროცენტის დიდი ნაწილის სუბსიდირებას მოახდენს – ეროვნულ ვალუტაში 80 პროცენტით, უცხოურ ვალუტაში კი – 70 პროცენტით.

მინისტრის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში” დღეს გაავრცელებს განცხადებას, რომლის შემდეგაც სასტუმროებისგან განაცხადების მიღება განახლებული ფორმატით იქნება შესაძლებელი.

“ჩვენ საქართველოში მომუშავე სასტუმროების ძალიან დიდ ოდენობას დავეხმარებით, რომლებიც პროგრამის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.

მთავრობის ანტიკრიზისული პროგრამების ფარგლებში გაცხადებული თითოეული დაპირება და ღონისძიება, იქნება ეს ბინათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ან მცირე მეწარმეებისა და ტურიზმის კუთხით, არის გამყარებული კონკრეტული თანხით ბიუჯეტში და ამ პროექტების რეალიზაცია ძალიან სწრაფად დაიწყება”, – განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები