თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – დაშავებულია 2 ადამიანი
თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ.
შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი, BMW-ს მძღოლი და ერთი მგზავრი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.