Forbes-მა თბილისი პოსტკორონავირუსული პერიოდის ყველაზე უსაფრთხო ქალაქად დაასახელა

“თბილისი საქართველოს დედაქალაქია და ის მსოფლიოში ერთ-ერთია იმ ქალაქებიდან, რომელიც კორონავირუსის შედეგად ყველაზე ნაკლებად დაზარალდა”, – წერს Forbes. როგორც სტატიაშია ნათქვამი, “საქართველომ ძალიან სწრაფად მიმართა იმ ზომებს, რომელთა წყალობითაც ეპიდემია უკიდურესად დაბალ დონეზე შენარჩუნდა. საქართველოში Covid-19-ის 260-ჯერ ნაკლები შემთხვევაა, ვიდრე – ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში”. როდრიგესი აგრეთვე აღნიშნავს, რომ საქართველო ტურისტებისთვის 1-ელი ივლისიდან გაიხსნება. მისი თქმით, თბილისი იდეალური ადგილია კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის. „გარანტირებულია, ამ ქალაქის ნახვის შემდეგ იტყვით – WOW! – წერს როდრიგესი. მისი თქმით, „საქართველოს აქვს უფრო მეტი საწოლი საავადმყოფოში თითოეულ მოსახლეზე, ვიდრე – შვედეთსა და დანიას, ხოლო თბილისი ხუთჯერ უფრო უსაფრთხოა (კრიმინალის მაჩვენებლით), ვიდრე – პარიზი ან ლონდონი”. საქართველოს გარდა, აღნიშნულ 20-ეულში მოხვდა საბერძნეთის, ხორვატიის, პორტუგალიის, რუმინეთის, ავსტრიის, სლოვენიისა და კიდევ სხვა ევროპული ქვეყნების დედაქალაქები და ქალაქები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები