გიორგი გახარია: დღეს საქართველო კრიზისის, ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, ამას საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს
“ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ეკონომიკის სამინისტრომ ბევრი იმუშავა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა.
“ტურიზმის სექტორის სწრაფი აღდგენისთვის ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, ეკონომიკის სამინისტრომ ბევრი იმუშავა. მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველო ეპიდემიოლოგიურად და კრიზისის მართვის, ეპიდემიის რისკების მართვის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა. ამას საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს და ბევრმა საქართველო ერთ-ერთ პირველ და საუკეთესო ტურისტულ ქვეყანად გამოაცხადა”, – განაცხადა გახარიამ.