პაატა იმნაძე: ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც აცრის დიდი სურვილი ექნება, ნეტავ, მათ ეყოთ
“მესმის საუბარი – „დაჩიპვა“, ვაქცინა, რა უნდა ვთქვა ამაზე, გარდა იმისა, რომ ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც აცრის დიდი სურვილი ექნება, ნეტავ, იმას ეყოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ვაქცინები ყველა მსურველისთვის დამზადდეს.
“მესმის „დაჩიპვა“, ვაქცინა, ამის დაკავშირება ერთმანეთთან. რა უნდა ვთქვა ამაზე? გარდა იმისა, რომ ვაქცინები რომ გაჩნდება, ვისაც ძალიან დიდი სურვილი ექნება რომ აიცრას, ნეტავ, იმას ეყოს. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი. თქვენ წარმოგიდგენიათ, რამდენი მილიარდი ადამიანია დედამიწაზე? მთელი მსოფლიოს საწარმოო სიმძლავრეები არ ეყოფა იმას, რომ ძალიან მალე დაამზადონ ეს ვაქცინები, ყველას ეყოს. ნეტავ, იმას ეყოს, ვისაც ძალიან მოუნდება, რომ აიცრას“, – განაცხადა იმნაძემ.