მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას, ესაა ქვეყნის მისაღები გადაწყვეტილება

“არავინ იცის, რამდენიმე დღეში რა შეიძლება, იყოს მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში. მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად, ვფიქრობ, რომ დაგეგმვა უფრო ცენტრალიზებულად უნდა მოხდეს”, – ასე უპასუხა ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა ჟურნალისტების კითხვას – “რა რესურსი აქვს მათ კლინიკას საჭიროების შემთხვევაში მეზობელი სომხეთის დასახმარებლად”.

სოლოღაშვილის განმარტებით, ამ ეტაპზე კლინიკას აქვს რესურსი, რომ დახმარება ქვეყნის შიგნით დაინფიცირებულ პაციენტებს გაუწიოს.

„მეზობელი ქვეყნის დასახმარებლად ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს უფრო ცენტრალიზებულად დაგეგმვა, თუ მივიღებთ ამაზე გადაწყვეტილებას. არავინ იცის, რამდენიმე დღეში რა შეიძლება  იყოს მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში, ესაა ჩვენი კლინიკის პოზიცია. ამ ეტაპზე ყოველთვის ვართ მზად, რომ შიდა საჭიროებისთვის გვქონდეს რესურსი. დანარჩენი, ცენტრალიზებულად რა გადაწყვეტილებაც იქნება მიღებული, ალბათ, ყველა ვიმოქმედებთ იმის მიხედვით. ამ ეტაპზე ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტი შევსებულია და რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ შიდა საჭიროებისთვის თუ გამოვლინდა დაინფიცირებული პაციენტები, მათ ადგილი და მზრუნველობა არ მოვაკლოთ. მსჯელობა, ზოგადად გვქონდა, მაგრამ კონკრეტულად ასე ცალკეული კლინიკები არ მსჯელობენ. ბოჭორიშვილის კლინიკა არ მიიღებს გადაწყვეტილებას, როგორ დაეხმაროს მეზობელ ქვეყანას, ესაა ქვეყნის მისაღები გადაწყვეტილება“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები