მაკა სოლოღაშვილი: ბოლო სამ დღეში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევა არ მიგვიღია, კლინიკაში მყოფი მხოლოდ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა საყურადღებო
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 20 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი მხოლოდ ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა საყურადღებო.
„ამ ეტაპზე, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში 50 პაციენტია. 50-დან „კოვიდ 19“-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 20-ს, აქედან ოთხი 18 წლამდე მოზარდია. ერთი მოზრდილი პაციენტია საყურადღებო. ახალი პაციენტები არ გვყოლია. 6 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. მძიმე პაციენტი არ გყავს. ერთი პაციენტია მხოლოდ საყურადღებო. პარასკევის შემდეგ ახალი გამოვლენილი დიაგნოზის შემთხვევა არ გვაქვს. ორი მოზარდი და ერთი მოზრდილი გვყავს ბოლო სამი დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებული“, – განაცხადა სოლოღაშვილმა.