თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 47 პაციენტი მკურნალობს.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა.
“ინფექციური პათოლოგიის ცენტრში 47 პაციენტია მოთავსებული. ამ დღეებში 10 პაციენტი გაეწერა. ველოდებით 7 პაციენტის გამოჯანმრთელებას. პაციენტების მდგომარეობა ძირითადად საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. გვყავს რამდენიმე მძიმე პაციენტი, რომელთა მდგომარეობა ჯერჯერობით კრიტიკული არ არის”,- განაცხადა ენდელაძემ.