უმაღლეს რადაში შს მინისტრის, არსენ ავაკოვის გადადგომის შესახებ დადგენილება შევიდა

უკრაინის უმაღლეს რადაში ქვეყნის შს მინისტრის, არსენ გადადგომის შესახებ დადგენილება შევიდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი ფრაქცია “ხმა”-მ შეიტანა, მას ხელს 55 დეპუტატი აწერს.

ავაკოვის გადადგომის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ქალაქ კაგარლიკში პოლიციის განყოფილებაში ქალი გააუპატიურეს, რაც მინისტრმა “უკრაინის საზოგადოების წეს-ჩვეულებად” შეაფასა.

დღეს მინისტრი რადაში გამოვიდა, თუმცა პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო ბოდიშის მოხდაზე უარი თქვა.

მანამდე მმართველი პარტიის წევრმა, ევგენი შევჩენკომ რადას ავაკოვის გადაყენების წინადადებით მიმართა. მისი თქმით, “ხალხის მსახურის” თითქმის ყველა წევრი ქვეყნის შს მინისტრის მუშაობით უკმაყოფილოა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები