„რევოლუციური სცენარისთვის მზადება გამჟღავნდა“ – ლევან ნიკოლეიშვილი არველაძის განცხადებას ეხმაურება

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატის, გიორგი არველაძის განცხადებას ეხმაურება.
„გიორგი არველაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ საკმაოდ აქტიური წევრი, გენერალური მდივანი, შემდეგ – მინისტრი. მიიჩნევა სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად. ის პირდაპირ აკეთებს მოწოდებას არჩევნებამდე რევოლუციისთვის მზადებისათვის. ამ სცენარისთვის მზადება გამჟღავნდა. მეორე მხრივ, გარკვეულწილად, დიდი უხერხულობა შეუქმნა ოპოზიციაში სხვა ადამიანებს, რომლებსაც მაინცდამაინც რევოლუციური სცენარი შესაძლოა, არ იზიდავდეს“, – განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა დეპუტატმა, გიორგი არველაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ოპოზიციას რევოლუციისკენ მოუწოდა.
„შექმენით წინააღმდეგობის რაზმები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომლებიც მუდმივად ჩაბმულნი იქნებიან ქვეყნის მასშტაბით მცირე აქციებსა და ოპერაციებში, თუ საჭიროა, შეტაკებებშიც… რომლებიც საჭირო დროს დადგებიან საარჩევნო უბნებთან ნარკომანი ძველი ბიჭებისთვის პასუხის გასაცემად… რომელთაც საჭირო დროს ექნებათ ჩაფხუტიც, რომ გაუძლონ პოლიციის ხელკეტს, სათვალეც და პირბადეც, რომ დაიცვან თავი ცრემლსადენი გაზისა და რეპრესიული სისტემის მიერ ამოცნობისგან. არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემა აზრი, თუ რევოლუციისთვის იქნებით მზად”, – დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები