ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ბოლო 6 წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიკურად მზარდია.

მათივე ცნობით, 2019 წელს ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციამ 80.8% შეადგინა და აბონენტების რაოდენობა 73 ათასით გაიზარდა.

“2013 წელს ინტერნეტთან წვდომა მხოლოდ 42%-ს ჰქონდა, დღეს ეს რიცხვი გაორმაგებულია. 2019 წელს საქართველოში ფიქსირებულ ინტერნეტთან წვდომა 896 ათას ოჯახს ჰქონდა, 2020 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 914 ათასამდე გაიზარდა და 82% შეადგინა.

მნიშვნელოვანია, რომ, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით, ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია, ამერიკას კი ამავე პარამეტრით უსწრებს”, – ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები