ნამახვანი ჰესების კასკადის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო
ნამახვანი ჰესების კასკადის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
როგორც ცნობილი გახდა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ფარგლებში მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. შესაბამისი სამშენებლო ნებართვა 2020 წლის აპრილში გაიცა.
ნამახვანი ჰესების კასკადის პროექტი, რომელიც 433 მეგავატი ჯამური სიმძლავრის მქონე ორი ჰიდროელექტროსადგურისგან შედგება, მდინარე რიონზე, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 800 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
საპროექტო კომპანია ENKA Renewables-ის („ენკა რენიუებლზ“) ძირითადი აქციონერია თურქული კომპანია ENKA, რომელიც მშენებლობისა და ინჟინერიის დარგში საერთაშორისო ბაზარზე 60 წელიწადზე მეტია, მოღვაწეობს. პროექტის მცირე წილი ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს ეკუთვნის.
ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებაში – მისი წლიური გამომუშავება 1,500.00-მდე გგვტ.სთ იქნება.