რატი იონათამიშვილი “ტვპირველის” სიუჟეტზე: ვფიქრობ, ასეთი მძიმე და სენსიტიური თემის განგებ გამძაფრება იმისთვის ხდება, რომ დაითრგუნოს საზოგადოება

“ასეთი მძიმე და ესეთი სენსიტიური თემის განგებ, კიდევ გამძაფრება ხდება იმისთვის, რომ დაითრგუნოს საზოგადოება. იმისთვის, რომ დაითრგუნონ კონკრეტული ის თანამშრომლები, ვინც პირველები მივიდნენ დანაშაულის ადგილზე, ეს არის მართლაც მავნებლობა”, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი ტელეკომპანია “ტვპირველზე” გასულ სიუჟეტს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქუჩაში დატოვებული ახალშობილი პოლიციამ იპოვა, პოლიეთილენის პარკში გაახვია და ნაგავში გადააგდო​.
“ახლა მე რაზეც მინდა, ვილაპარაკო და ჩემი გულისწუხილი გამოვთქვა, ეს არის “ფეიკნიუსების” საქმე. მოგეხსენებათ დღევანდელ სამყაროში ინფორმაციის ზუსტად და სწრაფად გავრცელებაზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, შესაბამისად, როდესაც ინფორმაციის განზრახ დამახინჯება და სიცრუის ტირაჟირება ხდება, ეს არის ორჯერ უფრო ცუდი საქმე საზოგადოებისთვის.
სულ ახლახანს ერთ ერთი ტელევიზიის ეთერით იყო ძალიან მძიმე თემა გაშუქებული, რომელიც ეხდებოდა ახალშობილი ბავშვის ფაქტს. და უბრალოდ სასაუბროდაც ჩემთვისაც მძიმე თემაა, მაგრამ ვალდებულად ვთვლი თავს, რომ ეს კომენტარი გავაკეთო. სიუჟეტში იყო ესე, რომ სავარაუდოდ არასრულწლოვანმა გოგონამ იმშობიარა, ასევე სავარაუდოდ მშობიარობის შემდეგ ახალშობილი მოიშორა. ეს ფაქტი დამთავრდა ფატალურად, შემდეგ იპოვა დასუფთავების სამსახურის თანამშრომელმა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი მოსასმენად, და შემდეგ უკვე წამოვიდა სიცრუის ტირაჟირების, მე ვიტყოდი, მიზანმიმართული კორიანტელი, რომ თითქოს სამართალდამცავებმა პოლიეთილენის პარკში გაახვიეს და გადააგდეს, ასე ვთქვათ, ახალშობილი. მე ვფიქრობ, რომ როდესაც აი ამ ფაქტების ესეთი დამახინჯება ხდება, ესეთი მძიმე და ესეთი სენსიტიური თემის განგებ, კიდევ გამძაფრება ხდება იმისთვის, რომ დაითრგუნოს საზოგადოება. იმისთვის, რომ დაითრგუნონ კონკრეტული ის თანამშრომლები ვინც პირველები მივიდნენ დანაშაულის ადგილზე, ეს არის მართლაც მავნებლობა. მავნებლობაა იმიტომ, რომ ახლა მაგალითისთვის ვიტყვი, მეც როგორც პოლიტიკოსი და თქვენც ქალბატონო ნინო, ხშირად ვყოფილვართ ცალკეული ჯგუფების თავდასხმის ობიექტები, ერთმანეთიც გაგვიმხნევებია ამ მხრივ, ყოფილა ოფიციალური განცხადება თქვენგანაც რაც დადებითი პრეცედენტი იყო ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ვინაიდან ვართ საჯარო პიროვნებები და გვაქვს ეს ვალდებულება საკუთარ თავზე აღებული მზად ვართ, გარკვეულწილად, რომ ეს ტვირთიც მივიღოთ. მაგრამ ის თანამშრომელი, რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურება და ასრულებს თავის ვალდებულებას და შემდეგ ესეთი ცილისწამების სამიზნე ხდება, რომელსაც ისედაც ამ ფაქტის წასწრების შემდეგ ალბათ სჭირდება გარკვეული ფსიქოლოგიური კონსულტაციების გავლა და ასეთი ცილისწამების ობიექტია, სამიზნე ხდება, შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობა ბოლომდე ჩამოიშალოს და ეს იმ უწყების, რომლის მუშაობაც განსაკუთრებით პანდემიის პირობებში ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების მხრიდან განსაკუთრებულად დადებითად და პოზიტიურად იქნა შეფასებული.
ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვმართებს ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ ფეიკ ნიუსებისა და სიცრუის ტირაჟირების დონე მაქსიმალურად იქნეს შემცირებული, იმიტომ რომ ამას შეიძლება ძალიან სავალალო შედეგები შეიძლებ ჰქონდეს თითოეული მოქალაქისთვის, მათ შორის იმ პროფესიონალებზე და კეთილსინდისიერებაზე ვინც მუშაობენ, იქნება ეს სამართალდამცავი, იქნება ეს ექიმი, მედიცინის თანამშრომელი, იმიტომ, რომ მედიცინის თანამშრომლებზეც ბევრი მსგავსი ფაქტი ვნახე.
ასე რომ, ეს არის ის საკითხები რომელზეც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონდეს რეაქცია იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა საზოგადოებამ მიიღოს სწორი და სწრაფი, თუნდაც კრიტიკული ინფორმაცია, იმიტომ, რომ ჩვენი საზოგადოება იმსახურებს სწორი ინფორმაციის მიწოდებას”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები