შუახნის ასაკის მამაკაცს, რომელიც საკარანტინე ზონიდან გამოუშვეს, კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსით ინფიცირების შესახებ მედიას ნინოწმინდის მერმა, ანივარდ მოსოიანმა დაუდასტურა. პაციენტი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული, ოჯახის ოთხი წევრი კი ახალციხეში, საკარანტინე ზონაში გადაიყვანეს.
როგორც სოფელ ყაურმაში აცხადებენ, 44 წლის კაცს, ოჯახის წევრების გარდა, 100-მდე ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
შეგახსენებთ, საკარანტინე სივრცეში ექიმებს ანალიზის პასუხები რამდენიმე დღის წინ აერიათ და შეცდომით სახლში კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქე გაუშვეს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმაში მცხოვრები მოქალაქე რუსეთიდან 20 დღის წინ ჩამოვიდა, მან 18–დღიანი კარანტინი გუდაურის ერთ–ერთ სასტუმროში გაიარა და სოფელში 31 მაისს დაბრუნდა.