თეა წულუკიანი: არავინ არსად მიდის, გახარია არის საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერი, მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე

“მინდა, გამოვეხმაურო იმ ყალბ ინფორმაციებს, რომლებიც ბოლო დღეებში მრავლად ვრცელდება, თითქოს, წულუკიანი მიდის საკონტიტუციო სასამართლოში, თითქოს, პრემიერი გადადგა, ეს არის “ფეიკნიუსები”, არავინ არსად  მიდის”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყალბი ინფორმაციები, საბოლოოდ, დემოკრატიას ემუქრება.

“მინდა, გამოვეხმაურო იმ ყალბ ინფორმაციებს, რომლებიც ბოლო დღეებში მრავლად ვრცელდება. ყალბი ინფორმაცია, ანუ “ფეიკნიუსი” გახდა სამწუხაროდ არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოს ძველ დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული პრობლემა, რომელიც, საბოლოოდ, დემოკრატიას ემუქრება.

ბოლო დღეებში ჩვენ ვისმენდით ყალბ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, წულუკიანი მიდის საკონტიტუციო სასამართლოში, ეს არის “ფეიკნიუსი”. შემდეგ ვრცელდებოდა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს წულუკიანი მიდის პარლამენტის თავმჯდომარედ – ესეც “ფეიკნიუსია”.

გუშინ უკვე ვიხილეთ ოპოზიციის სატელევიზიო და სხვა მედია საშუალებებით შექმნილი, სახელდახელოდ ახალი ყალბი ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრის, გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით – ესეც ყალბი ინფორმაციაა. არავინ არსად  მიდის, ბატონი გახარია არის საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს, როგორც პრემიერმინისტრი, მიიყვანს საბოლოო გამარჯვებამდე იმ არჩევნებში, რომელიც 31 ოქტომბერს შედგება. ჩვენ,  ყველა ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები