მარინა ეზუგბაია: ჩვენს პროტოკოლში „პლაქვენილი“ ამოღებული არ ყოფილა, დროებით შევაჩერეთ, გადავწყვეტთ, აღვადგენთ თუ არა

“ჩვენს პროტოკოლში „პლაქვენილი“ ამოღებული არ ყოფილა, დროებით შევაჩერეთ, გადავწყვეტთ, აღვადგენთ თუ არა მის გამოყენებას”, – ასე უპასუხა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ​ კითხვას – “ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სოლიდარობის კვლევაში ისევ დააბრუნა “პლაქვენილი”, შევა თუ არა ქართულ პროტოკოლში ისევ ცვლილებები”.

“განიხილება. ჩვენს პროტოკოლში “პლაქვენილი” ამოღებული არ ყოფილა. შეჩერებული იყო, როგორც ჯანმო-ს პროტოკოლსა და მონაცემებში იყო დროებით შეჩერებაზე ლაპარაკი, ჩვენც დროებით შევაჩერეთ. მისი ამუშავება ძალიან ადვილი შესაძლებელია. გადაწყვეტილება იქნება მიღებული და გადავწყვეტთ – აღვადგენთ “პლაქვენილს”, გავაგრძელებთ თუ რა, გადაწყვეტილებას მიიღებს ჩვენი ცენტრის ხელმძღვანლობა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები