ჩინეთში, საჯარო სკოლაზე თავდასხმა მოხდა, ათობით დაშავებულია

ჩინეთში, გუანსი-ჩჟუანის ავტონომიურ ოლქში, დაწყებითი კლასების სკოლაზე თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგად 40-ზე მეტი მოსწავლე და სკოლის თანამშრომელი დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ამავე სკოლის დაცვის თანამშრომელმა, 50 წლის მამაკაცმა მოახდინა, რომელიც დანით ბავშვებსა და თანამშრომლებს დაერია.

დაშავებულთა უმრავლესობა არიან 6 წლამდე ბავშვები. ერთ-ერთმა მოსწავლემ, სკოლის დირექტორმა და დაცვის კიდევ ერთმა წევრმა მნიშვნელოვანი დაზიანება მიიღეს.

თავდამსხმელი დაკავებულია, მისი ქმედების მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები