შსს: არასრულწლოვანი 2 ივნისს პოლიციაში მოწმის სახით, სოციალურ მუშაკთან და ფსიქოლოგთან ერთად გამოიკითხა

გლდანის ხევის 6 ნომერში ახალშობილის გარდაცვალების ფაქტზე, რომელიც 2 ივნისის დილას მეეზოვემ გარდაცვლილი იპოვა, არასრულწლოვანი 2 ივნისს პოლიციაში მოწმის სახით გამოიკითხა. ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი გოგოს გამოკითხვის პროცესს დაესწრო სოციალური სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის ცენტრის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი.

„რაც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჩვენი სამსახური გამოკითხვას დაესწრო საპროცესო წარმომადგენლად, რადგან დედა არის არასრულწლოვანი. საპროცესო წარმომადგენლობას სწევდა ჩვენი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. ფსიქოლოგი არასრულწლოვანთან მუშაობას კვლავ გააგრძელებს. მას საბოლოო დასკვნა ჯერ არ დაუწერია, უბრალოდ ესწრებოდა გამოკითხვას იმიტომ, რომ გამოკითხვისას ბავშვი ფსიქოლოგიური ან ემოციური ზეწოლის მსხვერპლი არ ყოფილიყო“, – ამბობს გვანცა ღონღაძე.

გლდანი-ნაძალადევის ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, გამოკითხვის პროცესს არასრულწლოვანის მშობელი არ დასწრებიან.

„არასრულწლოვანი დედა მოწმის სახით არის დაკითხული და რადგანაც ასეთი შემთხვევაა, ჯობია, რომ გამოკითხვისას საპროცესო წარმომადგენელი ყოფილიყო სოციალური მუშაკი. დანარჩენს უკვე გამოძიება დაადგენს“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები