უფლებადამცველი ანა აბაშიძე გლდანის ხევის 6 ნომერში დატოვებული ახალშობილის ფაქტზე – “მედია ვერ ასცდა სენსაციურობის ცდუნებას”

გლდანის ხევის 6 ნომერში დატოვებული ახალშობილის ფაქტს უფლებადამცველი ანა აბაშიძე აფასებს.

როგორც მან რადიო თავისუფლებას განუცხადა, ამბის პირველი ვერსია, რომელიც 2 ივნისს, სატელევიზიო ეთერით გადაიცა, იყო გადაუმოწმებელი.

„მედიამ უნდა დაიცვას ზღვარი სენსაციას, საზოგადოებრივ ინტერესსა და სამართლიან გაშუქებას შორის. გუშინ, ამ ყველაფერს მედიამ თავი კიდევ ერთხელ ვერ გაართვა. ასეთი მგრძნობიარე და ტრაგიკული საქმის გაშუქება და შესწავლა, რომელსაც, დიდი ალბათობით, ორი მსხვერპლი ჰყავს – ბავშვი და ბავშვი, უნდა მოხდეს ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე. სიმართლეს, ცხადია, გამოძიება და სასამართლო დაადგენს, მაგრამ მანამდე, მედიამ უნდა თქვას უარი ცდუნებაზე იყოს მოსამართლე. ჩვენ, რეალურად, არ ვიცით, რა მოხდა. შესაძლოა, ჩვენ სახეზე გვყავს ორი მსხვერპლი და საერთოდ სხვა დამნაშავე. თუკი დამნაშავე არასრულწლოვანია, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ის ბავშვია და უნდა გვახსოვდეს, რომ მართლმსაჯულების წესები ბავშვებთან მიმართებაში იცვლება. ამიტომ ნუ მოვიქცევით ისე, რომ მართლმსაჯულება დადგეს, მაგრამ მან შეიწიროს თუნდაც კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვის ინტერესები. ეს არ არის ყაჩაღობის ან ქურდობის საქმე, ეს არის სოციალური პრობლემა, და ასეთ სიტუაციებში, ხშირად, სასამართლოში სრულიად იცვლება სურათი და ვისაც დამნაშავედ თვლიდა საზოგადოება, საბოლოოდ, ის მსხვერპლი გამოდის. ასე რომ, არ არის გამორიცხული, რომ, შესაძლოა, ამ საქმეშიც იგივე შემთხვევასთან გვქონდეს საქმე და მანამდე ნუ გამოვიტანთ განაჩენს ნურც მედია და ნურც საზოგადოება“”, – განაცხადა ანა აბაშიძემ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები