თამარ გაბუნია: ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც ვირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელია
“სადღაც ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც კორონავირუსის მეორე ტალღა მოსალოდნელია, თუ ამას დავუკავშირებთ სეზონურობის თეორიას”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი მიზანი ისევ ეპიდემიის დაბალი გავრცელების შენარჩუნება იქნება.
“სადღაც ოქტომბერი-ნოემბერი უნდა იყოს ის პერიოდი, როდესაც მეორე ტალღა მოსალოდნელია, თუ ამას დავუკავშირებთ სეზონურობის თეორიას. ჩვენ ვცდილობთ მოვემზადოთ იმისთვის, რომ კრიზისული მომენტი ჯანდაცვის სისტემაში არ დადგეს და ეპიდემიის ესკალაცია არ მივიღოთ.
რა თქმა უნდა, მთავარი მიზანი ისევ იქნება ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ეპიდემიის დაბალი გავრცელების მდგომარეობა, როგორიც დღეს გვაქვს. ამისთვის მექანიზმები დღეს უფრო მეტია ცნობილი, ვიდრე ეს იყო იანვარში, როდესაც ჩვენ პირველად დავიწყეთ ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ ცოდნასა და სამეცნიერო გამოცდილებასაც, რაც აქამდე დაგროვდა, მაქსიმალურად გამოვიყენებთ, გეგმა იქნება კარგად დასაბუთებული და მე ვფიქრობ, საკმარისად მყარი იმისთვის, რომ კრიზისული პერიოდი არ დადგეს”, – განაცხადა გაბუნიამ.