mediacritic.ge – მედიაკრიტიკის პლატფორმა, რომელსაც უკვე 170 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს

მედიაკრიტიკის პლატფორმა, რომელიც 2019 წელს კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ მედიაწიგნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით აამუშავა, 170 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

როგორც “კვირას” კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს, ვებპლატფორმა mediacritic.ge საზოგადოებას პროფესიულსა და კვალიფიციურ, მიუკერძოებელ მედიაკრიტიკას სთავაზობს.

“ონლაინპლატფორმის მიზანია, ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და, საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობა.

ამასთანავე, mediacritic.ge ხელს შეუწყობს ჟურნალისტებისა და პროდიუსერების პროფესიულ განვითარებას, იქნება ერთგვარი გზამკვლევი საზოგადოებასა და მედიას შორის.

ამუშავებიდან 5 თვეში ვებპლატფორმას უკვე 170 ათასზე მეტი უნიკალური ვიზიტორი ჰყავს.

მედიაკრიტიკის მიმართულების განვითარების მიზნით, მედიააკადემიამ პროფესიონალ ჟურნალისტებთან და მედიის ექსპერტებთან ერთად, შეიმუშავა საკუთარი სარედაქციო კოდექსი.

ინფორმაციის სიზუსტე, მიუკერძოებლობა და კეთილსინდისიერება, საზოგადოებრივი ინტერესი და ანგარიშვალდებულება, ფაქტებისა და შეფასებების გამიჯვნა, ბალანსი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, სარედაქციო დამოუკიდებლობა და ნდობა − სწორედ ამ ფუნდამენტურ პრინციპებს ეფუძნება მედიაკრიტიკის სარედაქციო კოდექსი.

ნებისმიერ მსურველს, ვინც აღნიშნული კოდექსის პრინციპებს იზიარებს, აქვს შესაძლებლობა, მედიაკრიტიკის პლატფორმის მომხმარებელს შესთავაზოს მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტზე დაფუძნებული, მიუკერძოებელი მედიაკრიტიკა.

მედიაკრიტიკის ვებპლატფორმას სამი მიმართულება აქვს: რეცენზია (ანალიტიკური მიმართულება), ბლოგი (საავტორო რუბრიკა) და რეპლიკა (ყოველდღიურ ახალ ამბებზე ორიენტირებული მოკლე სტატიები),”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციასი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები