რომის პაპი: რასიზმზე თვალს ვერ დავხუჭავთ, ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალადობას კარგი არაფერი მოაქვს

რომის პაპი, ფრანცისკე აშშ-ში მიმდინარე მოვლენებზე ყოველკვირეულ ლოცვაზე ისაუბრა.

“ძვირფასო დებო და ძმებო შეერთებულ შტატებში, დიდი შეშფოთებით ვადევნებ თვალ-ყურს არეულობას თქვენს ქვეყანაში, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ ხდება”, – განაცხადა პაპმა.

“მეგობრებო, დაუშვებელია, თვალი დავხუჭოთ ან შევეგუოთ რასიზმისა და გარიყულობის ნებისმიერ ფორმას, მაგრამ, ამასთანავე, ვაცხადებთ, რომ ადამიანის სიცოცხლის უფლებას ვიცავთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დღეების ძალადობას თვითგანადგურებამდე მიჰყავს. ძალადობას არაფერი მოაქვს, პირიქით, ბევრი იკარგება“, – განაცხადა რომის პაპმა.

პაპმა ასევე თქვა, რომ ლოცულობს ჯორჯ ფლოიდისა და ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთა სიცოცხლეც რასიზმის ცოდვას შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები