აშშ-ში, არეულობის ფონზე, კორონავირუსის მეორე ტალღას პროგნოზირებენ

აშშ-ის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის საკომისიო კორპუსის ვიცეადმირალი, ქვეყნის მთავარი ანესთეზიოლოგი, ექიმი ჯერომ ადამსი ხალხს აფრთხილებს, რომ არეულობის ფონზე კორონავირუსის ახალი აფეთქებაა მოსალოდნელი მაშინ, როდესაც ქუჩაში ათასობით ადამიანია გამოსული.

“შეშფოთებული ვარ როგორც რასიზმის ფაქტებით, ასევე, ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობით. გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ვითარდება დაავადება, არსებობს რეალური საფრთხე, რომ ჩვენ ვნახავთ ახალ კლასტერებს, ახალ აფეთქებებს“, – აცხადებს ექიმი ჯერომ ადამსი.

შეერთებულ შტატებში ყოველდღიურად საშუალოდ კორონავირუსის 20 ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.

3 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში 1 831 821 ინფიცირებული ადამიანია, ვირუსს 106 181 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები