კახა კალაძე: რთული ვითარების მიუხედავად, არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეგვიჩერებია

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რთული ვითარების მიუხედავად, არცერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობა არ შეჩერებულა.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია.

„მე არაერთხელ აღმინიშნავს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, ჩვენ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ შეგვიჩერებია. წლის დასაწყისში ჩვენ ვსაუბრობდით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. წლევანდელი წელი არის განსაკუთრებული, თუნდაც ბიუჯეტის თვალსაზრისით, თუნდაც იმ პროექტების თვალსაზრისით, რაც უნდა გაკეთდეს თბილისისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები