დავით ზალკალიანი იტალიას ეროვნულ დღეს ულოცავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი Twitter-ის პირადი გვერდის მეშვეობით იტალიას ეროვნულ დღეს ულოცავს.
“გულითადი მილოცვა იტალიას რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებით! იტალიის ხალხს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას! საქართველო მოუთმენლად ელის ჩვენი პარტნიორობისა და მეგობრობის გაძლიერებას!”, – აღნიშნულია მილოცვაში.