მეუფე იაკობი: სერიოზულ ხალხზე მკითხეთ, კარგი, რა, რა ცაავა, სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე გინდ მაგას და გინდ მე და შეხედავთ, ვინ არის ვისი იარაღი

“რაღაც სერიოზულ ხალხზე მკითხეთ, კარგი, რა, რა ცაავა. სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე გინდ მაგას და გინდ მე და შეხედავთ, ვინ არის ვისი იარაღი”, – ასე გამოეხმაურა ბოდბელი მიტროპოლიტი, მეუფე იაკობი ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებას, რომ საეკლესიო ცხოვრებიდან განკვეთა არის მორიგი შიშისა და პანიკის გამოვლინება მათ მიმართ, ვინც ღიად საუბრობს.

მეუფე იაკობის თქმით, პეტრე ცაავა “ქალივით ჭორაობს”.

“რაღაც სერიოზულ ხალხზე მკითხეთ, კარგი, რა, რა ცაავა. სახის ფერზე დააკვირდით ხოლმე გინდ მაგას და გინდ მე და შეხედავთ, ვინ არის ვისი იარაღი. ის ათინოგენი პეტრეს გავლენაშია, ყაზბეგიდან ერთად მოდიან და რასაც ეტყვის, იმას აკეთებს. ჩემი შიშები აქვთ სხვა რამის გამო – იმიტომ, რომ თუ ასე გააგრძელეს, სათითაოდ ყველაზე, ვინც გამოჩნდება, ყველაფერს ფაქტებით ვიტყვი, ისე კი არა, პეტრე რომ ჭორაობს ქალივით. გინახივართ შეშინებული ან ერში და ან ახლა? ჩემი ეშინიათ. იმის წინა სინოდზე რომ შევდიოდი, ხომ გადასცემდნენ ჩემზე, რომ მეუფე იაკობის საკითხი უნდა დაისვასო, მე სამართლიანად მივიღე რაც მივიღე, მაგრამ ვისზეც არ ფიქრობდნენ, ხომ ხედავთ, იმას რა დაემართა, რა ფორმით გამოვიდა გარეთ. ცოტა ხანს გამოიყენებთ, ყველაფერს ათქმევინებთ, გამოწურავთ, ბოლომდე იხმართ თქვენ თუ სხვები და გააგდებთ მერე”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები