“საქართველოს ბანკი” მშობლებისა და ბავშვებისთვის სახალისო ონლაინგაკვეთილებს იწყებს

“საქართველოს ბანკი” აგრძელებს საინტერესო პროექტების შეთავაზებას.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, “საქართველოს ბანკი” sCool card-თან და „ჯიბის სტუდიასთან“ ერთად, ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის, სახალისო ონლაინგაკვეთილების სერიას იწყებს.

ონლაინგაკვეთილების სერია მოიცავს მოძრავი სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნის 5 გაკვეთილს. გაკვეთილის განმავლობაში ბავშვები და მათი მშობლები შეისწავლიან მარტივ და პრაქტიკულ ხერხებს, თუ როგორ უნდა დაამზადონ ფერადი ფურცლებისგან სამგანზომილებიანი სხავდასხვა ცხოველი თუ საგანი. ვიდეოგაკვეთილების სერია მსურველთათვის სრულიად უფასოა.

თითოეულ გაკვეთილზე მონაწილეები გაეცნობიან ახალ ტექნიკას და დაამზადებენ ოთხფეხა ცხოველებს, მოძრავ თოჯინებს, მხიარულ ავტობუსს და ა.შ.7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ობიექტების დამზადების პროცესში მშობლების ჩართულობა სასურველია, ეს ონლაინგაკვეთილს უფრო ეფექტურს გახდის. 8-9 წლის ასაკიდან ონლაინგაკვეთილში მონაწილეობის მიღება კი დამოუკიდებლად არის შესაძლებელი, რადგან ობიექტების შექმნის პროცესი ვიდეოებში დეტალურადაა აღწერილი.

იმისათვის, რომ ბავშვებმა და მშობლებმა თავისუფლად შეძლონ ვიდეოს ნახვა, ისინი უნდა ეწვიონ ბმულს: https://bit.ly/BOGpocketstudio

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები