“ბოჭორიშვილის კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტებიდან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა”

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, ერთი ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა.

“დღეს ბოქსირებულ სექტორში 43 პაციენტია მოთავსებული, აქედან კორონავირუსი 29-ს აქვს დადასტურებული. 7 არის 18 წლამდე ასაკის. გუშინ 11 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაემატა კლინიკას. აქედან 4-ს დაუდასტურდა ჩვენს კლინიკაში და 7 დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა. 7 საბურთალოს კლასტერია და 4 ბოლნისიდანაა. ახალი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობაა საყურადღებო, აქვს თანხმლები დაავადებები. იგი დატვირთული ანამნეზით არის. 4 პაციენტი გამოჯანმრთელდა, სამი ახალი პაციენტი კვლევაში ჩართვას ელოდება”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები