ნათია თურნავა “გორბის” კვლევაზე: ეს ძალიან დიდი ნდობის გამოხატულებაა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ
“ეს არის ძალიან დიდი ნდობის გამოხატულება ჩვენი პოლიტიკური ძალის მიმართ, როდესაც 8 წლის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ, მოსახლეობა ამ დონეზე გვენდობა, მაგრამ ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა უფრო მეტად გავაძლიეროთ ეფექტური მუშაობა ისევ და ისევ ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის საკეთილდღეოდ,” – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის “გორბის” მიერ მომზადებული კვლევის შედეგები.
ცნობისათვის, კვლევის თანახმად, შეკითხვაზე – „ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას?”, გამოკითხულთა 55 პროცენტმა “ქართული ოცნება” დაასახელა. მეორე პოზიციაზე გასულ “ნაციონალურ მოძრაობას” კი გამოკითხულთა მხოლოდ 12 პროცენტმა დაუჭირა მხარი.