კიმ ჩენ ინმა ილჰამ ალიევს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის დღესთან დაკავშირებით მისალოცი წერილი გაუგზავნა.

ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.

“დარწმუნებული ვარ, რომ კორეასა და აზერბაიჯანს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის კავშირებს ღრმა ისტორია აქვს და ისინი, ორი ხალხის სურვილისამებრ, მუდმივად იქნება განვითარებადი. გისურვებთ თქვენ და თქვენს ხალხს დიდ წარმატებას აზერბაიჯანის აყვავების საქმეში”, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები