აშშ-ის დაზვერვა გრუ-ს ჰაკერებთან დაკავშირებით მსოფლიოს აფრთხილებს – რა კავშირი აქვს Sandworm Team-ს საქართველოში განხორციელებულ კიბერთავდასხმასთან

​რუსეთის დაზვერვის, გრუ-ს ჰაკერთა ქვედანაყოფი – Sandworm Team-ი, რომელიც 2016 წელს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრების ელექტრონული ფოსტების გატეხვაშია პასუხისმგებელი, თავის საქმიანობას ისევ აგრძელებს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის დაზვერვა ინფორმაცია უწყების დასახელებით გაავრცელა.

ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ გრუ-ს ჰაკერები ელექტრონული ფოსტების მისამართების გატეხვას მუდმივად ცდილობენ.

უწყებაში ამბობენ, რომ რუსული გრუ Unix-ის სისტემის ნაკლოვანებებით სარგებლობას ცდილობს, თუმცა არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად ვის მიმართ განხორციელდა ბოლო დროს კიბერთავდასხმა.

აშშ-ის დაზვერვაში ამბობენ, რომ ასევე ქვედანაყოფის წევრია სამხედრო ნაწილი, ​სახელწოდებით – “74455”, რომელიც კავშირშია ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი კიბერთავადსხმებთან.

Sandworm Team-ს აკავშირებდნენ უკრაინაში 2016 წელს კიბერინფრასტრუქტურაზე თავდასხმებში; ასევე, ბრიტანეთში დაასკვნეს, რომ “74455”-მა ქსელური ჭია – NotPety შექმნა, რომელიც მსოფლიოში 2017 წელს გავრცელდა და მილიარდი დოლარის ზარალი მოიტანა.

2019 წლის ოქტომბერში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა, რომელშიც Sandwor-ის ჰაკერები საქართველოს სამთავრობო საიტებზე თავდასხმაში დაადანაშაულა. გარდა ამისა, მაშინ, სულ მცირე, ორმა ტელეარხმა შეწყვიტა მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები