“ნიუ იორკ თაიმსი” – გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო 8 ივნისამდე ყველა მაღაზიას, კაფეს ხსნის და საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღადგენს
“საქართველო 8 ივნისამდე განაახლებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს და გახსნის მაღაზიებს, სავაჭრო ცენტრებსა და კაფე-რესტორნებს, განაცხადა ოთხშაბათს ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნის პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ”, – ამის შესახებ “ნიუ იორკ თაიმსის” სტატიაშია აღნიშნული.
როგორც გამოცემა წერს, გახარიამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მეტრო განახლდება 29 მაისს, ხოლო მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები, გადახურული და ღია ცის ქვეშ მდებარე ბაზრები და ღია სივრცეების მქონე რესტორნები 1-ელი ივნისიდან გაიხსნება.
ყველა ტიპის რესტორანი, სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 8 ივნისიდან განაახლებს ფუნქციონირებას.
”ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება არსებული შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ, ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური და სოციალური ინტერესების გათვალისწინებით”, – თქვა გახარიამ და დასძინა, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება.
არ გაიხსნება საცურაო აუზები, სპორტული დარბაზი, თეატრები და ღამის კლუბები.
ოთხშაბათის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 735 და გარდაცვალების 12 შემთხვევაა დაფიქსირებული”, – აღნიშნულია
“ნიუ იორკ თაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში.
სტატია იხილეთ ლინკზე – https://www.nytimes.com/reuters