ამირან გამყრელიძე გენადი ონიშენკოს მიმართავს: მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე რუსეთის დუმის დეპუტატს, გენადი ონიშენკოს მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელსაც ლუგარის ლაბორატორიის შესამოწმებლად რუსი ექსპერტების დაშვება სურს.

როგორც მან აღნიშნა, რუს ექსპერტებს შეუძლიათ, ეწვიონ ლუგარის ლაბორატორიას საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად.​

„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენ ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ  არის პრობლემა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები