კახა კალაძე: საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ გაძვირდება.

მისივე თქმით, ისინი ყველა იმ რეკომენდაციას დაიცავენ, რომელსაც დარგის სპეციალისტების მხრიდან იღებენ.

„მგზავრობის გაძვირებაზე საუბარი არ ყოფილა და არც არის. ავტობუსები მუშაობის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარებით ყოველდღიურ რეჟიმში დამუშავდება. ჩვენ ყველა იმ მოთხოვნას დავიცავთ, რომელიც დარგის სპეციალისტების მხრიდან მოდის და აუცილებელია პირბადით შესვლა როგორც მიკროავტობუსში, ასევე, ავტობუსსა და მეტროში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები