მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 ბავშვია
ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 11 ბავშვია.
მისივე თქმით, კლინიკაში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
“ამ ეტაპზე, ბოქსირებულ სექტორში 42 პაციენტია, აქედან კოვიდ-19 დადასტურებული აქვს 32-ს. აქედან 11 ბავშვია. ყველა პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მიმდინარეობს მკურნალობს. საბედნიეროდ, ბავშვების მდგომარეობა საკმაოდ მსუბუქია, უმრავლესობაში გამოხატული იყო პნევმონია, მაგრამ მათი სუბიექტური შეგრძნებები იყო საკმაოდ მსუბუქი. ყველა ბავშვის შემთხვევაში, პნევმონია მკურნალობას საკმაოდ კარგად ექვემდებარებოდა. გვყავდა ყველა ასაკის ბავშვი”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.