მიხეილ ჩხენკელი: შესაძლო ცვლილება ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მოხდეს, გამოცდების აგვისტოსკენ გადატანაა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით ერთადერთი ცვლილება შესაძლოა, გამოცდების აგვისტოში გადატანა იყოს.

როგორც ჩხენკელმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, კონკრეტული თარიღების შესახებ დეტალები ივნისში სპეციალურ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღისა და ფორმატის ცვლილება ამ ეტაპზე არ განიხილება – როგორც წინა წლებში ხდებოდა, ივნისში, ძალიან მალე მოხდება ოფიციალური განცხადების გაკეთება კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით. ერთადერთი შესაძლო ცვლილება, რაც შეიძლება, მოხდეს, არის გამოცდების აგვისტოსკენ გადატანა. ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს კონკრეტული ეპიდსიტუაცია. დეტალებთან დაკავშირებით იქნება სპეციალური ბრიფინგი, რომელიც შედგება ივნისში. კონკრეტული თარიღები ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით გაცხადდება ამ ბრიფინგზე“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები