“რეგლამენტით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებისას მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი პირები შეიძლება, იყვნენ წარმოდგენილნი, ჩვენ ამ დროს საჭირო საქმეს ვაკეთებდით და თუ ვინმეს ვაწყენინეთ, ბოდიში”

“ძვირფასო პარლამენტარებო, ეს რეგლამენტი თქვენი მიღებულია და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ დეპუტატთა ნაწილის კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც მთავრობის წევრები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და მათ შორის, არც საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს პარლამენტში არ მივიდნენ.

„აქ ბევრი საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ წარსულზე ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ აქ მოვედით ჩვენი ნებით, ანგარიშის სახით, იმიტომ რომ გვესმის ნაწილობრივ ლეგიტიმური კითხვების, რატომ არ ვიყავით მაგალითად საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს და ა.შ. თუმცა ამასაც თავიდანვე ვუპასუხებ, ძვირფასო პარლამენტარებო, ეს რეგლამენტი არის თქვენი მიღებული და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს, მთავრობის ადმინისტრაციის შესაბამისი თანამდებობის პირები შეიძლება იყვნენ წარმოდგენილები. ჩვენ ამ დროს, მერწმუნეთ, რომ საჭირო საქმეს ვაკეთებდით და თუ ვინმეს ვაწყენინეთ ამისთვის ცალკე კიდევ ბოდიში”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები