ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო უწყებას: ჩამობრძანდით, ნახეთ, როგორ ვმუშაობთ

“ამას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს. ჩამობრძანდით, ნახეთ, როგორ ვმუშაობთ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით მოსკოვი ლუგარის ლაბორატორიაში დაშვების შესახებ საქართველოს პასუხს ელოდება.

მისივე თქმით, რუსეთი კორონავირუსის გავრცელების კუთხით მესამე ადგილზეა.

„ამას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს და ის, თუ რატომ არის საქართველოს მთავარი პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატები. დიახ, ჩვენი ქვეყნის მთავარი პარტნიორია აშშ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამერიკის მთავრობას, რომ ასეთი უზარმაზარი დახმარება გაუწია ქვეყანას. არ მინდა, ამაზე ღია ეთერში საუბარი. იცით, ხომ, რა ვითარებაა ჩვენ მეზობელ ქვეყნებსა და იგივე იმ ქვეყანაში, რომელიც ლუგართან დაკავშირებით ბრალს გვდებს. რუსეთი მესამეა დაავადების გავრცელების თვალსაზრისით. პირიქით, ჩამობრძანდით, ნახეთ, როგორ ვმუშაობთ. ჩვენ მათ რამდენჯერმე შევთავაზეთ საერთო თემატიკაზე მუშაობა, ნამყოფები არიან მათი ჟურნალისტები, გადაღებული აქვთ ლუგარის ცენტრის ყველა ლაბორატორია, არაფერი დამალული არაა. ჩვენ ვართ ძალიან გამჭვირვალეები”, – განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, რუსეთი საქართველოსგან რუსი სპეციალისტების მოთხოვნაზე რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში შეშვებასთან დაკავშირებით პასუხს ელოდება, „ვინაიდან მოსკოვი შეშფოთებულია ინფორმაციის უქონლობით ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით“. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარშია აღნიშნული.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები