“არავინ იცის, ხვალ მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა”

“დღეს არავინ  იცის, ხვალ სამყარო და მსოფლიო როგორი იქნება, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე, სოციალური ცხოვრების თვალსაზრისით და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა, ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც Covid-19-ის პანდემიის პირობებში საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.

„კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა გარკვეულ მომენტში გახდა აუცილებლობა, რომ ეს ნაბიჯები ყოფილიყო ისეთი, რომლებიც ამ კრიზისს, ჩვენი ქვეყნისთვის აქცევდა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, შესაძლებლობად.
დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს. ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ახალი ინფიცირებულების რაოდენობა ათეულებს არ აცდენია. მაგრამ, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, იმ ეტაპზე სამუშაოდ, როდესაც ვსაუბრობთ ეპიდემიიდან, პანდემიიდან გამოსვლის ეტაპს, მივიღეთ დღეს და ამის შემდეგი არგუმენტები არსებობდა. პირველ რიგში, ეს გახლავთ ის, რომ ჩვენ, დღეს ოფიციალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი შემთხვევები, ძირითადად, ფიქსირდება მთავრობის მიერ კონტროლირებადი მიმართულებებიდან. ეს გახლავთ საკარანტინო ზონები, ცნობილი კლასტერები. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის გავრცელება და მისი სისწრაფე სრულად ექვემდებარება კონტროლს. სწორედ ამიტომ, დღეს მთავრობამ, ჩვენი მოსახლეობის ინტერესიდან გამომდინარე, პირველ ყოვლისა, მათი ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება შემსუბუქების შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად და ამ ნაბიჯების გადადგმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ 29 მაისიდან ქვეყანაში ამოქმედდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტი, მათ შორის, მეტროც. გარდა ამისა, ორშაბათიდან, პირველი ივნისიდან, სრულად ამოქმედდება ყველა სახის სავაჭრო ობიექტები, მათ შორის მოლები, ასევე ღია სახის რესტორნები. გარდა ამისა, ზუსტად ერთ კვირის თავზე, ეს იქნება 8 ივნისს, უკვე სრულად ამოქმედდება ყველა სახის რესტორანი და ასევე, ის სასტუმროები, რომლებიც მიიღებენ შესაბამის დასტურს, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებებიდან”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები