მაკა სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი მკურნალობს.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

“ბოქსირებულ სექტორში არის 39 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 32. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ახალი პაციენტი არ გვყავს. 11 არის ბავშვი. ველოდებით სამი ბავშვის გამოჯანმრთელებას. ორი პაციენტის მდგომარეობა შედარებით საყურადღებოა, ისიც არსებული თანხმლები დაავადებების გამო. 4 პაციენტი ელოდება კვლევაში ჩართვას. დაახლოებით 10 დღეა არ გამოვლენილა ჩვენს კლინიკაში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევა. კვირაზე მეტია რეანიმაციაში აღარ მკურნალობენ პაციენტები”, – განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები